მთავარისიახლეებიეკონომიკასახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებაზე უარს ამბობს

სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებაზე უარს ამბობს

Published on

მიმდინარე წელს სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 
 
„მალე დაიწყება რთველი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვიწყებთ რთველს და არის გაუმჯობესება ამ მიმართულებით. სახელმწიფო მთლიანად გამოდის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების რეჟიმიდან. ჩვენ შარშან ფაქტიურად სუბსიდია აღარ გვქონდა, თუმცა გვქონდა გარკვეული კომპენსაციები სპირტის წამოებისთვის. ახლა შევაფასებთ და ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროებაც აღარ არის. თუმცა სამუშაო ჯგუფი იარსებებს ისე, როგორც წინა წლებში. ეს ხარისხის კონტროლის და აღრიცხვიანობის კუთხით კარგი 
მიღწევაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.მისივე თქმით, აღნიშნულ სექტორში შექმნილია ძალიან პოზიტიური დინამიკა და ახლა მისი განვითარება იძლევა საშუალებას, რომ ინტერვენცია აღარ განხორციელდეს. 
 
„სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებში განისაზღვრება როგორც ფასი, ასევე მიწოდების პრინციპები და სახელმწიფოს ჩართულობა ზედმეტია“, – აღნიშნა მინისტრმა. 
 
მისივე განმარტებით, სახელმწიფო შეიძლება დარგს დაეხმაროს პოპულარიზაციის ღონისძიებების დაფინანსებით და ამ მიმართულებით დაფინანსება შეიძლება კიდეც გაიზარდოს.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...