ხაიშში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა, რომელიც გუშინ დილიდან პარალიზებული იყო, გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.
,„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა – , ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა მათი მოთხოვნა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შესახებ დააკამყოფილეს, თუმცა მოლაპრაკებები კვლავ გრძელდება.
გვითხრეს, რომ ათ დღეში აქ ჩამოვლენ მინისტრები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენს წინადადებებს მოისმენენ. არც ჩვენ გვინდა ხეების ჭრა, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები. ამას ვითხოვთ უკვე დიდი ხანია", – აცხადებენ ისინი
შეგახსენებთ, გზა გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო გადაკეტილი -სამართალდამცველები ჭუბერსა და ხაიშში უკანონო სახერხების გამოსავლენად უკანონო ხე-ტყის ამოსაღებად შევიდნენ. მოსახლეობამ სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლა გა აპროტესტესტა და გზა გადაკეტა, რომ პოლიციელებისთვის ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ მიეცა. . ხაიშის ცენტრში , ვითარება რამდენჯერმე იკოდირესად დაიძაბა – ხალხმა სპეცრაზმს ქვები დაუშინა და სკანდინარებდა „წადით", „წადით".
ადგილობრივების განცხადებით, სამართალდამცველები საცხოვრებელ სახლებში შესვლას გეგმავდნენ, ეძებდნენ ხის სახერხ დანადგარს და აპირებდნენ მის წაღებას, რისი უფლებაც მათ არ მისცეს. მათი თქმით ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა და ხელისუფლებამ ასეთ შემთხვევაში შემოსავლის სხვა წყარო უნდა შექმნას აქ.
,,თუ უკანონო მასალა იქნება, გაიტანენ. ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ. არავის ვიჭერთ. არანაირი სანქცია არ გატარდება არავის მიმართ, არც არავის დაიჭერენ. თუ რამე უკანონო მასალა იქნება აღმოჩენილი, მარტო ამ მასალას გაიტანენ", – მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსახლეობას ,რასაც თავის მხრივ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „ამას არ უნდოდა 200 კაცი. ჯერ სტიქიამ დაგვაქცია და ახლა აგერ, ფარიანები მოგვიყვანეს". მოსახლეობა აქციის დაშლაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა სპეცრაზმი ხეობიდან გაყვანილ იქნა