მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

Published on

 წუხელე ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ოთხი ადამიანი დაჭრეს. ისინი  კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს, დღეს კი 2 მათგანი უკვე გაწერეს, ორს კი  ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და  ისინი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 
 
 ახალგაზრდებს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვთ  მიყენებული შემავალი ჭრილობა  მუცლისა და ფეხის არეში 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც 27 ივლისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს. 
 
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...