მთავარისიახლეებისაზოგადოებაანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

ანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

Published on

 
ანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდამ ტანსაცმლის მაღაზიიდან პროდუქცია გაიტანა.
 
მაღაზიის მეპატრონეებმა პოლიცია გამოიძახეს. თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა. საქართველოს მოქალაქე, მოგვიანებით იმავე მაღაზიაში ისევ მივიდა, მას თან 19 წლის ქართველი ახალგაზრდა ახლდა. მაღაზიის მეპატრონემ იცნო იგი და პოლიციას დაუკავშირდა
 
ორივე ახალგაზრდა დააკავეს. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...