მთავარისიახლეებიპოლიტიკარეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დაინიშნა

რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დაინიშნა

Published on

პრემიერმა ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც ბახტაძემ განმარტა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და ის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადმოვა. „მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, უხელმძღვანელებს რეგიონული მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა განვლილმა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...