მთავარისიახლეებიმსოფლიოხანძრის შედეგად საბერძნეთში 6 ქართველი დაშავდა

ხანძრის შედეგად საბერძნეთში 6 ქართველი დაშავდა

Published on

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად საბერძნეთში 6 ქართველი დაშავდა.
 
ამ მონაცემებს ადასტურებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი 
 
ელჩის განმარტებით, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს ექვს მოქალაქეს სტიქიის შედეგად გამოწვეული მძიმე ვითარებისა და სტრესის ფონზე სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა დასჭირდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექვს ქართველს დასჭირდა სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა. ზოგი შოკშია, ზოგი განერვიულებულია, ზოგს ხელი აქვს დამწვარი და ა.შ. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შექმნია. არც ერთს არ მოუმართავს საელჩოსთვის იმის თაობაზე, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ასევე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზას ვამოწმებთ დღეში ორჯერ, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს. ამ დილის მონაცემებით, ბაზაში ქართველების გვარი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ელჩმა. 
 
რაც შეეხება სტიქიის საერთო ვითარებას, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, გუშინდელი ღამის მდგომარეობით, ცეცხლის მასშტაბი შემცირებული იყო და არ არსებობდა ხანძრის კიდევ უფრო გავრცელების საშუალება. 
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 79 მოქალაქე.,
 
 "გარდაცვლილია  80-ზე მეტი, მაგრამ არ შეუძლიათ აღმოჩენა ვინ არიან, რადგან მათი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დე ენ ემ-ით დაადგენენ, თუ ვინმე ქართველია არ იციან. ჯერჯერობით ვერც იტყვიან იმიტომ, რომ ჯერ არ აქვთ დამთავრებული ძებნა. დამწვარი სახლები არის 2300, ნანახი აქვთ მხოლოდ 500. ერთ ქალს ეძებენ ქართველს, იმიტომ რომ თვითონ იმ ქალმა დარეკა საქართველოში და უთქვამს რომ ვიწვებიო და გაითიშა,"-აცხადებს ქართველი ემიგრანტი ათენში, კესარია სამხარაძე.
 
 

ელჩი საუბრობს მხოლოდ ერთ ზარზე, რომელიც სავარაუდოდ არ უკავშირდება ხანძარს, ,,ამ სპეციფიურ პიროვნებას ვეძებთ კონკრეტული მიმართულებით. ინფორმაცია მოწმდება დღეში ორჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არცერთი ქართველი არ ფიქსირდება, რომელიც შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ჰოსპიტალიზირებული. 6-ს აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, თუმცა ისინი მკურნალობას ადგილზე გადიან,"-აცხადებს იგი
 
.საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ასეულობით მაშველი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...