მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია"- გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ანაკლიაში იმყოფებოდა...

“სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია”- გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ანაკლიაში იმყოფებოდა [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ევროპაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაშაძე ანაკლიაში ადგილობრივებს შეხვდა. კანდიდატმა საარჩევნო კაპმანიის სამეგრელოდან დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამეგრელო სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითია.„დავიწყეთ  სამეგრელოდან  მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ სამეგრელო არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი.სამეგრელოში საქართველოს მოქალაქე პატრიოტიზმში არავის შეეჯიბრება, მაგრამ თუ საჭირო გახდა, სამეგრელოდან პატრიოტიზმის ექსპორტი შეიძლება. ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. ყველაფერი გაჩერებულია, ანაკლია-განმუხურის მოსახლეობასთან შეხვედრისას ჩვენ მოვისმინეთ ის, რომ არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული შემოსავალი ოჯახების შესანახად. არ არის გაზი, არ არის პერსპექტივა. ჩავარდნილია საკურორტო სეზონი. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ, გადავაყენებთ მთავრობას, რომელიც არის არამარტო უსუსური და უქნარა, არამედ პირდაპირ არის მავნებელი ჩვენი სამშობლოს ინტერესების მიმართ.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...