მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის ავტოქარხნის ეზოში ღუმელი აფეთქდა. არიან დაშავებულები

ქუთაისის ავტოქარხნის ეზოში ღუმელი აფეთქდა. არიან დაშავებულები

Published on

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების გამო გაჩენილი ხანძარის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
 
თავდაპირველად, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორი დაშავებული გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით კიდევ სამი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
 
ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუჯჩამომსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია. 
 
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...