მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი...

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ- ზაალ უდუმაშვილი

Published on

"ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს,"- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პირველ ინტერვიუს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.
ოპოზიცური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქვეყანაში ხმაურიანი პროცესების დაწყებაა მოსალოდნელი."ფეხი შეაწმინდა დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ყველაფერი, რაც მისი აზრით, ცუდი ხდება ქვეყანაში, არის კვირიკაშვილის და იმ მინისტრების ბრალი, რომლებსაც დღეს იბარებენ პროკურატურაში, შესაბამისად ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ძალიან ხმაურიანი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში კვირიკაშვილის და მისი მეგობარი მინისტრების წინააღმდეგ,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი."ევროპულ საქართველოში" კი თვლიან, რომ კვირიკაშვილის შემდეგ, შესაძლოა, იგივე მდგომარეობაში ბახტაძე აღმოჩნდეს.
"თუ დასცალდა ბატონ ივანიშვილს, მომავალშია სე იქნება ბახტაძეც, იყენებს ხოლმე პროკურატურას ხანდახან და ქმნის რაღაც საქმეებს, რითიც ზემოქმედებას ცდილობს ყოველ შემთხვევაში თავისივე არჩეულ ადამიანებზე, რომლებზეც მერე იმედი გაუცრუვდა,"-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე. 
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პირველი ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. მან კვირიკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა  და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი პოსტიდან უნდა წასულიყო.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...