მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიბილოვის ,,ელექტრიკ ფერის შარვალ-კოსტუმზე'' ბაღაფშის ჟღალ პალტოსავით იცინებდა კაცი, სახუმროდ რომ იყოს...

ბიბილოვის ,,ელექტრიკ ფერის შარვალ-კოსტუმზე” ბაღაფშის ჟღალ პალტოსავით იცინებდა კაცი, სახუმროდ რომ იყოს საქმე

Published on

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დამასკოში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა.
 
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 
 
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი “უაცამონგას” ორდენით დააჯილდოვა “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. 
 
“სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ამ აღიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სირიამ დაადასტურა ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. თავის მხრივ ბაშარ ასადმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ბიძგს მისცემს “ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...