მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთნულდიდან უკრაინელი ტურისტის ცხედრის ჩამოსვენებას დღეს შეეცდებიან

თეთნულდიდან უკრაინელი ტურისტის ცხედრის ჩამოსვენებას დღეს შეეცდებიან

Published on

თეთნულდზე, უკრაინელი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდა.
 
როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებეს, ვერტმფრენი თბილისიდან მესტიის მიმართულებით 07:00 საათზე გაფრინდა. მათივე ინფორმაციით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.
 
შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ, ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.
 
ცნობილია, რომ უკრაინის მოქალაქე, სამწუხაროდ,  გარდაცვლილია. საუბარია მის ი ცხედრის ჩამოსვენებაზე, რაც  ამ დრომდე ვერ ხერხდება იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფი და ამავე დროს, რთული ამინდია
 
ოფიციალური ინფორმაციით, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. მაშველებმა თეთნულდიდან ერთი უკრაინელი ტურისტი 19 ივლისს ჩამოიყვანეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...