მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოში ანაკლიის პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში ანაკლიის პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოში პორტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებიან
 
. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ხუთი ბანკის 60 წარმომადგენელი პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან შეხვედრებს თბილისში მართავს.
 
„მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიასაც მოინახულებენ.
 
ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...