მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ფოთელ სამართალდამცველს, რომელმაც თავში ესროლა აპარატის გაქურდვაში ეჭვმიტანილს, ბრალი ოფიციალურად...

დღეს ფოთელ სამართალდამცველს, რომელმაც თავში ესროლა აპარატის გაქურდვაში ეჭვმიტანილს, ბრალი ოფიციალურად წარედგინება

Published on

სამართალდამცველს, რომელმაც ფოთში სწრაფი გადახდის აპარატის გატეხვის მცდელობაზე წასწრებულ  ახალგაზრდას თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ბრალი სავარაუდოდ დღეს უკვე ოფიციალურად წარედგინება.
 
იგი ამ მ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმის განცხადებით, ლემონჯავა თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და რამდენიმე დღიან სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.  
 
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს რამდენიმე დღე სტაციონარულ მეთვალყურეობასა და მკურნალობას . პაციენტის მდგომაროება კრიტიკული არ არის. იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ -ამბობს ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი თეა მიგინეიშვილი.
 
გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულის ადვოკატი მის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
 
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 22 წლის ნაზიმ გუზანოვს მაშინ ესროლა, როცა ის ფოთის ცენტრში სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებასა და თანხის მითვისებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიციელმა ახალგაზრდას მხოლოდ მას შემდეგ ესროლა, რაც ის ლემონჯავას თავს დაესხა და სავარაუდოდ, თავში ჭრილობა ჩაქუჩით მიაყენა. პოლიციელის დედა თვლის, რომ მის შვილს პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს, რადგან ის საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, გასროლა კი თავდაცვის მიზნით განახორციელა.
„არ მიმაჩნია სამართლიანად, რატომ უნდა დააკავონ ჩემი შვილი ის თავის მოვალეობას ასრულებდა. თავს იცავდა“-ამბობს პოლიციელის დედა

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...