მთავარისიახლეებიმსოფლიოიაპონიაში ანომალიურ სიცხეს 41 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ანომალიურ სიცხეს 41 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

იაპონიაში რეკოდრულად მაღალი ტემპერატურაა. Kyodo-ს ცნობით, პირველად ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების დაკვირვების ისტორიაში, ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს გადააჭარბა.
 
განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ქალაქ კუმაგაიასა  და   კიოტოში , სადაც მე-19 საუკუნის შემდეგ  ტემპერატურამ პირველად  მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს და 40.7C დაფიქსირდა. 
 
მაღალი ტემპერატურაა ქვეყნის რამდენიმე პრეფექტურაში.  . ყველაზე ბევრი ადამიანი საიტამას, ფუკუოკას და ოსაკას პრეფექტურებში დაშავდა. 
 
 მთელი ქვყენის მასშტაბით, ძლიერი სიცხე უკვე რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება .ამ პერიოდში ანომალიურ სიცხეს   41-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  ათასობით ადამიანი საავადმყოფოშია და შესაბამის მკურნალობას გადის. 
იაპონიის განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებს უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 6 წლის სკოლის მოსწავლე ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა. 
 
მაღალი ტემპერატურის გარდა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უხვი ნალექის გამო დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...