მთავარისიახლეებიპოლიტიკავერდი თუ ვაგნერი? რაზე ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და კვირიკაშვილი

ვერდი თუ ვაგნერი? რაზე ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და კვირიკაშვილი

Published on

თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეები იმსახურებენ კონკრეტულ პასუხს იმაზე, თუ რა კონკრეტული ხედვა გახდა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის საფუძველი. 
 
"კვირიკაშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ავტორიტეტული იყო და ჰქონდა ნდობა. ბატონი კვირიკაშვილი რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით – პარტიის ლიდერთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები. ხომ უნდა ვიკითხოთ, რა საკითხზე. იქნებ ვერ შეთანხმდნენ ვერდის ოპერა უფრო მოსწონს თუ ვაგნერი ურჩევნია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი?! ხოლო თუ კვირიკაშვილი და ივანიშვილი ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატოზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის, ვინაიდან ეს პოლიტიკის ნაწილია. როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ასეთი მიუღებელი კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გახდა აუცილებელი. თუ გოგენის ტილო ერთს მოეწონა და მეორეს ვან გოგის, ამის გამო პრემიერ-მინისტრები არ მიდიან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. .

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...