მთავარისიახლეებიეკონომიკასიურპრიზი პუტინისაგან: ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა

სიურპრიზი პუტინისაგან: ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა

Published on

 ქართული ღვინის ნაწილი რუსულ ბაზარზე ისევ დაიბლოკა. როსპოტრებნადზორი ალკოჰოლურ სასმელებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აანონსებს.
 
16 ათასი ლიტრი ქართული სასმელი კი რუსეთის ბაზარმა უკვე დაბლოკა. ვლადიმერ პუტინის გუშინდელი მუქარის შემდეგ ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გადადგა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწუნებულია 16 ათასი ლიტრი ღვინო რუსეთში გატანილი მილიონობით ლიტრიდან. ისინი თვლლიან, რომ ეს  ძალიან ცოტაა და მორიგი ემბარგოს წინა პერიოდის ნიშნებს ვერ ხედავენ.
ქართული ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელ ორგანოში  მომხდარს ჯერ კიდევ სწავლობენ.
 
მათივე ცნობით, ღვინის ექსპორტი კი გასულ წელთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი. 
ასეთი ვაჭრობის ფონზე, მაღალ რისკებზე საუბრობენ ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები. მათი ნაწილი ღვინის სააგენტოსგან კონტროლის მექანიზმის გამკაცრებასაც მოითხოვს.
 
ოპოზიციური პარტიების შეფასებით, გაზრდილი ექსპორტის შედეგად, ასევე, იზრდება ამავე კაპიტალის დაკარგვის რისკიც,რასაც ზრდის  პუტინისთვის ჩვეული   სიურპრიზების, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გააქტიურებას მოყვება ხოლმე.
 
ეკონომისტები ნაწილი ხელისუფლებას რუსეთიდან მომავალი საფრთხეების სწორად გაანალიზებას ურჩევენ.
 
უხარისხობის მიზეზით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების შეტანა 2006 წელს უკვე აკრძალა, მაშინ რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებამ ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
 
ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაბრუნდა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...