მთავარისიახლეებიკულტურაფოთში რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ფოთში რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი იწყება

Published on

ფოთი 21 ივლისიდან რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი
 
თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, . იმის გამო, რომ ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება. წარმოდგენები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე და ქალაქგარეთ ჩატარდება. ,, ბევრი სპექტაკლის ჩამოტანაზე უარი ვთქვით, რადგან შესაბამისი ინტერიერი არ არის. ასევე გვექნება გასვლა ქუთაისში, ბათუში, ოზურგეთში, ურეკში. ფესტივალი წელს იმითაც იქნება გამორჩეული, რომ უცხოელი სპეციალისტები მსახიობებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ“, აცხადებს“ თენგიზ ხუხიამ.
 
ფოთის რეგიონული თეატრების ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“ ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალი 30 ივლისს დაიხურება.
 
შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრი 2014 წელს გაიხსნა. შენობა, რომლის მშენებლობაშიც 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, სარეაბილიტაციოა.ა. შენობაში არსებული მძიმე ვითარების გამო, თეატრში სამუშაო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ობიექტის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...