მთავარისიახლეებისაზოგადოებაიგოეთთან ავარია მოხდა - დაღუპულია 2 ადამიანი

იგოეთთან ავარია მოხდა – დაღუპულია 2 ადამიანი

Published on

 დღეს დილით ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან  ავარია მოხდა – ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
 
შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაშავებული მძღოლი უგონო მდგომარეობაში კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ .სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით ის გზაში გარდაიცვალა.
 
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან დაეჯახა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...