მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მასზეა დამოკიდებული, პრეზიდენტობის ძლიერ კანდიდატს წარადგენს თუ...

გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მასზეა დამოკიდებული, პრეზიდენტობის ძლიერ კანდიდატს წარადგენს თუ სუსტს ,,ქართული ოცნება ”

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტები, პროფესორები, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
 
კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა 
 
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს წარადგენს. 
 
პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციაში დღეს მთავარი პრობლემაა ჩამოუყალიბებლობა, რაც აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის თავმჯდომარის არჩევის პროცედურამაც აჩვენა. „რა არის მთავარი თემა პოლიტიკურ არეალზე, რომ ვაპირებდე არჩევნებში მონაწილეობას?! ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნების“ მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს, თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებს. მე მელოდებიან. მეორეს მხრივ ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?! აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ თურმე კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა ეს მათი საქმეა. ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“, რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...