მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადადგა თუ გადააყენეს გიორგი მღებრიშვილი?

გადადგა თუ გადააყენეს გიორგი მღებრიშვილი?

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს გუშინ თავად მიმართაპრემიერმა მისი განცხადება დღეს დააკმაყოფილა.
 
. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თანამდებობას გიორგი მღებრიშვილი დანიშვნიდან 7 თვის შემდეგ დაემშვიდობა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ქვეყნის პირველ მეხანძრეს ”კურიერის” ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. განცხადების დაწერა და გადადგომა მას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, მღებრიშვილის თანამდებობიდან გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოძიება შს სამინსიტროში მისი საქმიანობით დაინტერესდა და ჩატარებულმა ტენდერებმა კითხვის ნიშნები გააჩინა. საუბარია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე.
 
იქნება თუ არა გიორგი მღებრიშვილი მესამე ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ გუნდიდან, რომელსაც პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლა მოუწევს, ამას საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ.
 
პროკურატურაში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დადგენილია, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინიტროდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი. მთავარ საგამოძიებო უწყებაში პირველად განმარტეს, რომ საქმეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც იძიებენ.
 
მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ პროექტებს, რის გამოც გამოძიება დაიწყო. თუმცა ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არ გამორიცხავენ.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 710 მილიონიან პროექტს ეხება.
 
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...