მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა [Video]

Published on

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, საერთო საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მარტოხელა ქალბატონს, რომელიც კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს, თხევადი გაზი მაშინ აუფეთქდა, როცა გაზქურას უკიდებდა. მეზობლების ინფორმაციით, გაზის ბალონი, რომელიც ახალდატუმბული იყო, მოხუცს შვილმა მიუტანა.

 

 

„იმ წუთის ამოტანილი ქონდა ბალონი და რომ უკიდებდა, ისე აალდა და ცეცხლი გაჩნდა, მეტი ხმა არ ქონდა და არაფერი. ..მერე გამოვიძახეთ სასწრაფო, მოვიდა და ჩააქრო ცეცხლი, დაზიანებული არავინ არ არის“ – უთხრეს „ოდიშინიუსს“ თვითმხილველებმა. მარტოხელა მოხუცის ეთერ ნანავას ბინაში დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

 

 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...