მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ ბატიაშვილი - სამინისტროში მინისტრის შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე რჩება

მიხეილ ბატიაშვილი – სამინისტროში მინისტრის შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე რჩება

Published on

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შვიდი მოადგილე გარდამავალ ეტაპზე დარჩა,  – ამის შესახებ მოადგილეებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.მინისტრის განმარტებით, უწყებაში რეორგანიზაცია მისი მისვლისთანავე გამოცხადდა და არასწორია ინფორმაცია, თითქოს სამინისტროების რაოდენობის კლების პარალელურად, მინისტრის მოადგილეების რაოდენობა იზრდება.„კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ჯამში, სულ 10 მოადგილე იყო – ამ ორი უწყების შერწყმის შედეგად კი, 3 მოადგილის შტატი უკვე გაუქმდა და მხოლოდ ამ გარდამავალ  ეტაპზე დარჩა 7”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, საჭიროებების განსაზღვრის შემდეგ დასახელდება მინისტრის მოადგილეების ზუსტი რაოდენობა.“გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორი უწყების შერწყმა არ არის მექანიკური პროცესი. მოგეხსენებათ, კანონით გათვალისწინებულია სამთვიანი გარდამავალი პერიოდი – სწორედ, ამ დროში უნდა ჩამოყალიბდეს ყველა საჭიროების გათვალისწინებით გაერთიანებული დიდი უწყების საბოლოო სტრუქტურა, თუმცა ამ დაწესებული ვადის ნაცვლად, ახალი სტრუქტურა, მოადგილეების რაოდენობასთან ერთად, საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რაც მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.მიხეილ ბატიაშვილის კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა, რომლის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...