მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულმა ოცნებამ" დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა

“ქართულმა ოცნებამ” დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა

Published on

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სამ­დივ­ნომ პარ­ტი­ი­დან და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძის გა­რი­ცხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო."გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ა­კე­თა არა­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რებს და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა პარ­ტი­ის იმიჯ­სა და ინ­ტე­რე­სებს. და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ არა­ერ­თგზის უხე­შად და­არ­ღვია პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა და სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბი.
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ში­და­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბია. პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რს აქვს კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა, მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სცილ­დე­ბა ში­და­პარ­ტი­უ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყო­ველ­გვარ ზღვარს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სამ­დივ­ნო ერ­თხმად ად­გენს, პარ­ტი­ი­დან გა­ი­რი­ცხოს მპგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე" – აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­დივ­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...