მთავარისიახლეებიპოლიტიკალავროვის მარჯვენა ხელი ,,რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის აღდგენისათვის''

ლავროვის მარჯვენა ხელი ,,რუსეთ- საქართველოს ურთიერთობის აღდგენისათვის”

Published on

მოსკოვი თბილისს სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს და აცხადებს, რომ თავის პროვოკაციული შინაარსის მიუხედავად „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ამ ურთიერთობის აღდგენაზე გავლენას არ მოახდენს.
 
„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.
 
ინტერვიუში რუსეთის პირველი დიპლომატის სერგეი ლავროვის მარჯვენა ხელი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის.
 
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას." ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც ზემოთხსენებულ საქართველოს მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთთან. ამიტომ ეს სია რუსეთ საქართველოს-ურთიოერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფროტაციული და პროვოკაციულია”-ამბობს მარია ზახაროვა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...