მთავარისიახლეებისაზოგადოება21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასოდ ჩატარდება ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია

21 ივლისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასოდ ჩატარდება ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია

Published on

21 ივლისს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა წარმომავლობის ანემიის დიაგნოსტიკა და ექიმთან კონსულტაცია უფასოდ ჩატარდება.
 
როგორც  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანემიით დაავადებულმა პაციენტებმა წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, კერძოდ უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში, გადამოწმდეს ჰემოსტაზის მაჩვენებლები და ჩატარდეს მუცლის ღრუს (ღვიძლისა და ელენთის) ულტრაბგერითი გამოკვლევა. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვის მიზნით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება ექიმის კონსულტაცია და ანემიის უფასო დიაგნოსტიკა“.
 
უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს  ჯგუფი, რომელსიც შედიან ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, რადიოლოგი, პროქტოლოგი და ექიმი-ლაბორანტი. ასეთი შემადგენლობა განსაზღვრულია იმით, რომ. ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა, სიარულის გაძნელება – ეს სიმპტომები ანემიით გამოწვეული დაავადებების მცირე ჩამონათვალია. მიზეზი კი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის, გინეკოლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებები და სხვა.
 
 კონსულტაციები  ჩატარდება  10:00-16:00 სთ-მდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში (გამსახურდიას ქ. №206) ჩაატარებენ. უფასო კონსულტაციის მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა ნომერზე 591 80 42 07.
 
 
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...