მთავარისიახლეებისაზოგადოებატყვია ბავშვების სისხლში. რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში?

ტყვია ბავშვების სისხლში. რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში?

Published on

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.სემინარზე – "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“  მისივე თქმით, ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
 
"საგანგაშო არ არის. საყურადღებო სურათია ქვეყანაში ტყვიასთან მიმართებაში. აუცილებელია გავაანალიზოთ, რაც გვაქვს, დავგეგმოთ რას ვაკეთებთ და შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ამ საკითხს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 
 
მისივე თქმით, ჯერჯერობით დიდი კვლევა ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა.
 
"სექტემბრიდან გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევები გვიჩვენებს, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...