მთავარისიახლეებიპოლიტიკავლადიმერ პუტინი - რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას

Published on

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, „ამჟამად ნატო-ს ინფრასტრუქტურა იზრდება, გაზრდილია ნატო-ს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ“.
„ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან ამ თემაზე არ გვისაუბრია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 
აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...