მთავარისიახლეებისაზოგადოებავლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან

ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან

Published on

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის კვართი, ტრადიციისამებრ ზუგდიდის მუზეუმიდან საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. ერთობლივ საღმრთო ლიტურღიას პატრიარქის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი უძღვება.ასევე საზეიმო ლიტურღიაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიემ და სხვა მღვდელმთავრები მონაწილეობენ.
პროცესს სასულიერო პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს კუთხეებიდან ჩასული მომლოცველები ესწრებიან. 
წელიწადში ერთხელ ვლაქერნობის დღესასწაულზე, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ ემთხვიონ ქრისტიანულ სიწმინდეს, რომელიც ზუგდიდის მუზეუმში ინახება. ვლაქერნობა ღვთისმშობლის კვართის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულზე ზუგდიდში მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და პრემიერმინისტრს ელოდებიან. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...