მთავარისიახლეებიპოლიტიკა9 ოპოზიციურ პარტიას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება - კანდიდატი სამშაბათს დასახელდება

9 ოპოზიციურ პარტიას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება – კანდიდატი სამშაბათს დასახელდება

Published on

ფართო ოპოზიციური გაერთიანების შექმნასა და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ამ წუთებში ახალი საქართველოს ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.არსებული ინფორმაციით, 9 ოპოზიციურ პარტიას საერთო   საპრეზიდენტო  კანდიდატი  ეყოლება და მისი ვინაობა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გახდება ცნობილი.  გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ხელისუფლება მოსახლეობას აღარ უსმენს. ვაშაძე მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრობს, რომელსაც ის გაერთიანებაში ხედავს.„გამოსავალი არის ერთადერთი – მაქსიმალური გაერთიანება ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც მართლა სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის. დრო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ მივედით, თითქმის, შეთანხმების პროცესამდე და გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ და არ გაგვიჭირდება, ღირსეული, ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს არა საპრიზო ადგილისათვის ამ არჩევნებში, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, კი აცხადებს, რომ „გაერთიანება იქნება სწორედ ამისთვის, რომ საზოგადოების, ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, მისი საკადრო რესურსი მოხდეს მისი მობილიზება, როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმინისტრაციულ რესურსად და ფართო საზოგადოებასთან ერთად, ყველამ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას“.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...