მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შემთხვევით მოხვედრილი ახლები და ძველები'' მთავრობაში. პარლამენტი დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ...

,,შემთხვევით მოხვედრილი ახლები და ძველები” მთავრობაში. პარლამენტი დღეს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს

Published on

სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებული მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, პარლამენტს ნდობის მისაღებად წარედგინება. 
 
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გუნდთან ერთად წარდგება. ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
 
მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 მინისტრი და ერთი – სახელმწიფო მინისტრია. 
 
მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: 
პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; 
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...