მთავარისიახლეებიპოლიტიკარაღა არჩილ თალაკვაძე, რაღა - მელ გიბსონი

რაღა არჩილ თალაკვაძე, რაღა – მელ გიბსონი

Published on

,,სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და არის სურ­ვი­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი'' –  აცხადებს  სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­ი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში მიმ­დი­ნა­რე­ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებში.  
 
იგი არ აკონკრეტებს, საიდან აქვს ინფორმაცია საზოგადოების განწყობის შესახებ და რა აძლევს  საფუძველს  ასე  თავადაჯერებით ილაპარაკოს იმაზე, რა სურს საზოგადოებას, როცა   მელ გიბსონის  მეხდაცემული და ზეგარდმო ძალით ,,ყურახელილი"' პერსონაჟიც კი არ არის ასე დარწმუნებული იმაში,  თუ რა სურთ,  მაგალითად, ქალებს  
 
 თალაკვაძის  თქმით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის გარ­და, მმარ­თველ გუნდში სხვა ძლი­ე­რი კან­დი­და­ტე­ბიც არი­ან.
 
„ჩვენს გუნდში ასე­ვე სხვა ძლი­ე­რი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან. მე და­ვა­სა­ხე­ლებ­დი და­ვით სერ­გე­ენ­კოს, სო­ზარ სუ­ბარს, მაია ცქი­ტიშ­ვილს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თვა და არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დას­რულ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკვაძემ
 
მისგან განსხვავებით, ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე არ აკონკრეტებს, ეყოლება თუ არა მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიტატი და მით უმეტეს ვინ მოაზრება კანდდატად . 
 
 „გეტყვით ყველაფერს უახლოეს მომავალში. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა კანდიდატებთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვან კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა და გვყავს ღირსეული ადამიანები, რომელთაც ყველანაირი რესურსი გააჩნიათ საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად“.
 
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...