მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი ნოემბრიდან ტაქსისტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ

პირველი ნოემბრიდან ტაქსისტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ

Published on

პირველი ნოემბრიდან ტაქსისტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ. თბილისის მერიაში მუშაობენ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ასლარიანი გადასახადის დაწესებას.
 
ახალი რეგულაციის მიხედვით, 1 ნოემბრიდან ტაქსების უნებართვო საქმიანობა დაისჯება. მარტივი ლიცენზია მძღოლებს 50-დან 100 ლარამდე დაუჯდებათ.
 
ადმინისტრაციამ შესაძლოა, შემოიღოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა ტაქსისტს საკუთარი მანქანის ერთ ფერში გადაღებვა, მრიცხველის დამონტაჟება და კიდევ რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.  პირველ ეტაპზე მძღოლი ვალდებულია, რომ ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს. მეორე ეტაპი კი, რომელიც 2019 წლის ბოლოდან უნდა ამოქმედდეს, მანქანების ერთ ფრად გადაღებვას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას შეეხება.
ტაქსების ახალ რეგულაციებს საკრებულო განსახილველად რამდენიმე დღეში მიიღებს, თუმცა, ოპოზიციაში უკვე იციან, რომ მერიის დოკუმენტს მათი მხარდაჭერა, რამდენიმე მიზეზის გამო, არ ექნება, მათ შორის, მონოპოლიზებაა.
 
ტაქსების ახალ რეგულაციებზე დედაქალაქის მერია 2016 წლიდან მუშაობს, თუმცა, დღემდე მერიაში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ტაქსების კომპანიებთან და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ახალი რეგულაციის შესახებ მეტი დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...