მთავარისიახლეებისაზოგადოებალორა ტორნტონი საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გავიკეთოთ

ლორა ტორნტონი საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გავიკეთოთ

Published on

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ორგანიზმში ტყვიის დასადგენად სისხლის ანალიზი გაიკეთონ .
 
"სასწრაფოდ: ჩემო ქართველო მეგობრებო, მოგიწოდებთ გაიკეთოთ სისხლის ანალიზი, რათა შეამოწმოთ ორგანიზმში ტყვიის დონე. მე და ჩემმა ნაცნობებმა გავიკეთეთ ანალიზი და პასუხები არასახარბიელო მივიღეთ. ჩემს სისხლში ტყვიის დონე ამერიკისა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია, ხოლო დანარჩენების, საგანგაშოდ მაღალი.
აღნიშნული მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოში საწვავის უხარისხობით. რაც არ უნდა უცნაური იყოს, 
 
 ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ სამხრეთ საჰარის ნაწილშია. ტყვია განსაკუთრებით საშიშია, იწვევს სხვადასხვა დაავადებებსა და ნევროლოგიურ დაზიანებას განსაკუთრებით ბავშვებში, მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა პირობა დადეს, რომ ამ საკითხს მიაქცევენ ყურადღებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სწრაფად მოხდება, რადგან საკითხი, რომელიც გუშინ მოითხოვდა რეაგირებას, ყოველდღე უფრო დიდ რისკს უქმნის მოქალაქეებს.
 
შენიშვნა: ამ საკითხში არ ვარ ექსპერტი, უბრალოდ დედა ვარ, რომელიც ამ საკითხს გიზიარებთ", –  წერს ლორა ტორნტონი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....