მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთი საზარელი მკვლელობა თბილისში 90 - იანი წლების სტილში

კიდევ ერთი საზარელი მკვლელობა თბილისში 90 – იანი წლების სტილში

Published on

თბილისში სადისტურად მოკლული 22 წლის ახალგაზრდის – გევორქ სარქისიანისცხედარი  ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია. მას საცხოვრებელ სახლში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენებენ.
 
მკვლელობა გუშინ მოხდა, დღისიტ, მზისით, გამვლელების თვალწინ.  იგი 15-მა თავდამსხმელმა საკუთარ სახლთან გამვლელების თვალწინ აჩეხა. დანით მიყენებული 22 ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
 
 მკვლელობას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მეზობლები ყვებიან, რომ დაჭრილი შველას ითხოვდა. მეზობლებმა ისიც დაინახეს, როგორ დატოვეს შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა, თუმცა, მათი ამოცნობა არ შეუძლია . ცივი იარაღით შეირაღებულმა პირებმა, სავარაუდოდ, მას ჩასაფრება მოუწყვეს.სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში, რომელიც ,,რუსთავი 2 '' მა მოიპოვა, ჩანს, როგორ მივიდნენ თავდამსხმელები 2 ავტომობილით სარქისიანის სახლთან. 
 
ოჯახმა არ იცის, რა გახდა 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მიზეზი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სასტიკი მკვლელობა რამდენიმე თვის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. სარქისიანებმა მხოლოდ ის იციან, რომ კონფლიქტში უბნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
 
მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კამერების ჩანაწერები, სამართალდამცველები არ ამბობენ, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები თავდამსხმელები.
 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...