,,შემთხვევით მოხვედრილები” – ასე უწოდებს ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატებს. დღეს პარლამენტში მათი მოსმენა მიმდინარეობს

0
463
პარლამენტში დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ფრაქციების, კომიტეტების, უმრავლესობის და უმცირესობის ფორმატებში მოუსმენენ. იქ უკვე მივიდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე და მინისტრობის კანდიდატები, ისინი ახლა  პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში არიან შეკრებილი.  კომიტეტის სხდომებზე პირველ რიგში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენენ, შემდეგ კი ეკონომიკურ გუნდს.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ორ ძირითად მიმართულებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობისა და მწვანე ეკონომიკის სწრაფი განვითარება იგეგმება.
 
„ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტში. ერთი ეს არის გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა რომელიც შემდგომი სამი წლისთვის დაამტკიცა საქართველოს მთავრობას და მეორე არის სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.იცით, რომ აქცენტები გააკეთა მათ შორის პრემიერ მინისტრმა სწრაფ ზრდაზე, რომელიც იქნება ინკლუზიური ზრდა, შესაბამისად ჩვენს პროგრამებშიც აქცენტები გვექნება მწვანე ეკონომიკას“-აცხადებს დავითაშვილი.
 
საკუთარ პროგრამაზე ისაუბრებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დევნილების ეკონომიკური და სოციალური დახმარების საკითხებს მიექცევა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელების ინტენსიურ ფაზაში მიმდინარეობს.
 
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ახლახან წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ განხორციელების ფაზაში, თქვენ იცით რომ ამ ინიციატივას არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მათ შორის საზოგადოებების მხრიდან გამყოფი ხაზების მეორე მხარესაც აქვს მოლოდინები და გამოხმაურებამ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც.
დევნილების საკითხიც იქნება მთლიანად მთავრობისათვის ძალიან პრიორიტეტული და აუცილებლად გაგრძელდება ეფექტურად მათი სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური მიმართულებით დახმარება“- განაცხადა ციხელაშვილმა.
 
საპარლამენტო უმცირესობა  მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტისთვის  ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება, უკვე ცნობილია ისიც , რომ ოპოზიცია ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მინისტრებს საპარლამენტო უმცირესობა,  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მოუსმენს და მწვავე კითხვების დასმას აპირებს. .
, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების მიმართ ნდობა არ არსებობს, რადგან მათ შესახებ მინისტრად წარდგენამდე არაფერი სმენიათ.ახალ სახეებს ოპოზიცია მაღალ თანამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილებს  უწოდებს და დარწმუნებულიაა, რომ  რომ ეკონომიკური გუნდის ცვლილების პარალელურად ახალ მთავრობას პირველი ჩავარდნა სწორედ ამ მიმართულებით ექნება.
 
ოპოზიცია განსაკუთრებით კრიტიკულად არის გაანწყობილი იმ მიზეზით,  ძალოვანი მინისტრები, მათ შორის თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩებიან
 
„ახალ მინისტრთა კაბინეტზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეს არის თეა წულუკიანი, რომელიც არ შეიცვალა და საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად დარჩა თანამდებობაზე. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფრად არ აინტერესებს საზოგადოების აზრი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
 
მთავრობის წევრების საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორ დღეს გაგრძელდება, ხვალ ,14 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. 
 
 

 
 
წინა სტატიაგამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო გამოცდების პასუხების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწლევანდელ სვეტიცხოვლობას სხვებთან ერთად ხვდება პატრიარქის მიერ გუშინ მონათლული კიდევ 600 ბავშვი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური