სამუშაოდ წასული ქართველების გაჩერება თურქეთში ინფლაციისა და კრიზისის გამო აზრს კარგავს

0
488
. აქ გაჩერება აზრს კარგავს ქართველებს თურქეთში  ინფლაციისა და კრიზისის გამო აღარ დაედგომებათ. გაზეთი ,,რეზონანსი'' თურქეთში მცხოვრები ქართველ ემიგრანტების მდგომარეობაზე საუბრობს.
 
" ახალი თავშესაფრის ძებნა უწევთ. ბოლო 4-5 თვეა, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო ისინი სამშობლოში დარჩენილი ოჯახების დახმარებას ძველებურად ვერ ახერხებენ. ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ევროპის ქვეყნებში ცდილობს გადასვლას, ზოგი კი ადგილზე რჩება მდგომარეობის გამოსწორების იმედით. უკიდურეს შემთხვევაში ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს. ემიგრანტების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო თურქეთმა აპრილიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა. ამის გამოც იქ სამუშაოდ დარჩენა ემიგრანტების უმრავლესობისთვის აზრს კარგავს. ბოლო თვეებში ლირის კურსი კატასტროფულად გაუფასურდა. თუკი წლის დასაწყისში 1 დოლარის ფასი 3,74 ლირა იყო, ამ ეტაპზე თითქმის 5 ლირამდეა ასული. 10 ივლისის მდგომარეობით, გაცვლითი კურსი 4,90-ია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყანაში მძვინვარებს ინფლაციაც, რომელიც 2003 წლის მერე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ივნისში ფასების ზრდის ინდექსმა 15,4% შეადგინა. ფინანსური ვითარება თანდათან უკონტროლო ხდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ინფლაცია 18-20%-ს მიაღწევს", – წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველებს თურქეთში აღარ დაედგომებათ / "საშინელი კრიზისისა და ინფლაციის გამო ბევრი ქართველი ემიგრანტი იძულებულია, თურქეთიდან ევროპაში გაიქცეს".
 
"ემიგრანტები ამბობენ, რომ ინფლაციური პროცესების გამო ხელფასებიც შეუმცირდათ და ოჯახების რჩენას უკვე დიდი გაჭირვებით ახერხებენ. "რეზონანსი" მათ სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. თურქეთში მცხოვრები მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული ქართველები ევროპაში წასვლას გეგმავენ. ახალგაზრდა ემიგრანტს თავადაც თურქეთიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ სამწლიან ემიგრანტულ ცხოვრებას აგვისტოში დაასრულებს. "ძალიან ცუდი ვითარებაა. ბევრი ემიგრანტი იძულებულია, ევროპაში წავიდეს. სამ კვირაში ვასრულებ ემიგრანტულ ცხოვრებას და საქართველოში დავბრუნდები. ბევრი კი იძულებულია, რომ აქ დარჩეს და მძიმე პირობებში გააგრძელოს მუშაობა. სამშობლოში ვბრუნდები, მაგრამ ბევრს ვდარდობ აქ დარჩენილებზეც. აპრილიდან თურქეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საცხოვრებელი ვიზის გაცემის ან გახანგრძლივების უფლება შეუწყვიტა, ჩვენს ხალხს ამანაც პრობლემა შეუქმნა. ისე გამოდის, რომ ფულს რიცხავ, უარი მოგდის, მაგრამ გადახდილ თანხას არავინ გიბრუნებს. ფაქტობრივად, არალეგალად რჩები. ამიტომაც ბევრი იძულებული, დაბრუნდეს საქართველოში. ზოგიერთი იტალიაში აპირებს გადაბარგებას, უმრავლესობას გეზი საბერძნეთისკენ აქვს აღებული, სადაც ვითარება ცოტათი გამოსწორდა", – ამბობს "რეზონანსის"  რესპონდენტი.  მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ემიგრანტებს თურქულ ვალუტაში შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ"
 
"ორი წლის წინ ხელფასი თუკი 800 დოლარი ჰქონდათ, რაც ეკვივალენტით ლირაში 2400 იყო, ახლა უკვე დამსაქმებლები დოლარს ვეღარ უხდიან, პირდაპირ ძველი კურსით 2400 ლირას აძლევენ. დოლარზე გადახურდავებისას კი ძალიან ზარალდებიან. ფაქტობრივად, 500 დოლარსაც ვერ იღებენ, ესეც უკეთეს პირობებში. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა თურქეთში იაფი მუშახელია და ზოგი 350 დოლარზეც მუშაობს. 600-დოლარიანი სამსახურის შოვნა რთულია. 
ყველაფერი თავდაყირაა, მიზერულ შემოსავალს ვიღებთ და იმასაც გვიგვიანებენ. ზოგს იმდენად შეუმცირდა შემოსავალი, რომ დახმარება იქეთ სჭირდება. ვისაც რა საშუალება გვაქვს, ერთმანეთს ვეხმარებით. თურქეთში არასდროს გვქონია ისეთი ხელფასი, რომ საკუთარი თავისთვის მიგვეხედა, სამშობლოში გაგვეგზავნა და ამის პარალელურად, დანაზოგზეც გვეზრუნა. ჩვენი შემოსავალი ზოგჯერ 3-4 ნაწილად იყოფა. , – დასძენს გამოცემა.
 
. არაოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ამჟამად 150 000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს", – წერს სტატიის ავტორი.
წინა სტატიაწლევანდელ სვეტიცხოვლობას სხვებთან ერთად ხვდება პატრიარქის მიერ გუშინ მონათლული კიდევ 600 ბავშვი
შემდეგი სტატიარას ნიშნავს ,,ანაკლიის პროექტის გადახედვა” და რას გვითვლის ბიძინა ივანიშვილი გიორგი ქობულიას პირით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური