მთავარისიახლეებისაზოგადოებაზესხოს ტყეში ხეების ქვეშ ტორფი იწვის, რის გამოც დარჩენილი კერების ლოკალიზება რთულდება

ზესხოს ტყეში ხეების ქვეშ ტორფი იწვის, რის გამოც დარჩენილი კერების ლოკალიზება რთულდება

Published on

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში  ისევ რჩება ხანძრის კერები. ძლიერი დაკვამლიანების გამო ტერიოტრიაზე შესვალს ვერ ახერხებენ მეხანძრე-მაშველები, ამიტომ სალიკვიდაციო სამუშაოებში დღესაც  ვეტმფრენი ჩაერთვება. ადგილზე მუშაობენ როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
 
 ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ  ცეცხლის გავრცელების მასშტაბი არ გაზრდილაა, მაგრამ  ხეების ქვეშ ტორფი იწვის, რის გამოც დარჩენილი კერების ლოკალიზება რთულდება.
 
„გუშინ თითქოს უკვე ლოკალიზებული იყო ცეცხლი, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს ახალ-ახალი კერებია და რთულდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ხეების ქვეშ ტორფი იწვის და ეს ქმნის ყველაზე დიდ სირთულეს. პატარა ნიავიც კი პროვოცირებადია. იმდენად მიუვალი ადგილია, რომ ჩვენი ვარაუდით, მეხის დაცემამ გააჩინა ცეცხლი. მასშტაბი არ გაზრდილა, ისევ 2.5 ჰექტარია დამწვარი და ხანძრით მიყენებული ზარალი ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაითვლება.
 
ადგილზე მობილიზებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ასევე მთელი რეგიონის სატყეო სამსახური და ხელით მიმდინარეობს სამუშაოები. თუ ქარი არ ამოვარდა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ცეცხლის ლოკალიზება უნდა მოხერხდეს,“ – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ.
 
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.
 
ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია. დაზუსტებული ინფორმაცია გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით უცნობია. არ გამოირიცხება, რომ ცეცხლი მეხის გავარდნის შედეგად გაჩენილიყო.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...