მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში ტყის მასივი იწვის

სვანეთში ტყის მასივი იწვის

Published on

ხანძარია ქვემო სვანეთში. სოფელ ზესხოდან რამდენიმე კილომეტრში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.რთული რელიეფის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა ვერ მიდის და ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ. მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი.ცეცხლის კერები, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შემდეგ გაჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფართობი გაანადგურა ხანძარმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...