მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა შაგულიძემ პროტესტის ნიშნად თავისი კანდიდატურა მოხსნა

შალვა შაგულიძემ პროტესტის ნიშნად თავისი კანდიდატურა მოხსნა

Published on

შალვა შავგულიძემ,  რომელიც ,, ევროპულმა საქართველომ'' მთავარი პროკურორობის საკუთარ კანდიდატად  დაასახელა, .პროკურორის შერჩევის პროცესიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად პროცესის გაუმჭვირვალობა სახელდება.
 
 "ევროპული საქართველო" და თავად შალვა შავგულიძე საპროკურორო საბჭოს დღევანდელი სხდომის ღიად ჩატარებას – კანდიდატებთან გასაუბრების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას ითხოვდნენ., თუმცა ამის მიუხედავად შეხვედრა სავარაუდოდ დახურული იქნება. 
 
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ასევე პროტესტის ნიშნად არესწრება დღევანდელ სხდომას,  აცხადებს, რომ რეფორმების გასატარებლად აუცილებელია პროკურორობის კანდიდატს ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა.  შალვა თადუმაძე კი,  როგორც  ხელისუფლების და ივანიშვილის მორიგი ფიგურა,  ვერ იქნება აღჭურვილი იმ მანდატით, რომ   შეძლოს ამ რეფორმების განხორციელება და მოიპოვოს საზოგადოების ნდობა-.
 
  დღევანდელ სხდომაზე  მოხდება კანდიდატებთან  ინდივიდუალურად გასაუბრება. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელი კანდიდატი მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას..საბჭო თავის მიერ შერჩეულ  კანდიდატს    ჯერ მთავრობას,  შემდეგ კი პარლამენტს წაუდგენს 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...