მთავარისიახლეებისაზოგადოებააჩუქეთ შოკოლადი შეყვარებულებს და... ბავშვებს, რომელთაც ჩვენში ზოგჯერ პურის ყუაც კი ...

აჩუქეთ შოკოლადი შეყვარებულებს და… ბავშვებს, რომელთაც ჩვენში ზოგჯერ პურის ყუაც კი ენატრებათ

Published on

 11 ივლისი  შოკოლადის საერთაშორისო დღეა. – World Chocolate Day.
 
ეს დღე პირველად საფრანგეთში აღნიშნეს 1995 წელს. ძალზე პოპულარულია შოკოლადის დღე იაპონიაშიც, თუმცა იგი  არა 11 ივლისს, არამედ  14 თებერვალს აღინიშნება, როგორც ეროვნული ტრადიცია. ამ დღეს  იაპონელი გოგონები შეყვარებულ ბიჭებს ჩუქნიან შოკოლადის გულებს, ერთი თვის მერე კი მამაკაცები ჩუქნიან გოგონებს “Howaito”-ს ანუ თეთრი დღის დღესასწაულზე.
 
შოკოლადის მოხმარება  პირველად სავარაუდოდ  2 500 წლის წინ დაიწყეს აცტეკებმა ცენტრალურ ამერიკაში.   პირველი კაკაოს ხე ნაპოვნია ამაზონის მდინარის ნაპირზე, სიტყვა 'Cacao' მაიურ ენაზე ნიშნავს "ღმერთების საკვებს" .
შოკოლადი ევროპაში  ესპანელმა კონკისტადორებმა წამოიღეს   იყენებდნენ რათა უზრუნველეყოთ ფიზიკური ძალა და გამძლეობა. აქ მას ,,შავი ოქრო''უწოდეს და ძალიან მალე გახდა პოპულარული , თუმცა  ის მხოლოდ არისტოკრატთა წრისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო
 

 
დღეს შოკოლადი აღიარებულია როგორც  ენერგიის წყარო (ერთი შოკოლადის ფილას შეუძლია ზრდასრულ ადამიანს 150 მეტრის ფეხით გავლის ენერგია მისცეს), ამასთან როგორც თავისებური სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის  გულის დაავადებების და კიბოს წარმოქმნას. თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ  კარგი ანტიდეპრესანტია და შესწევს ძალა გაგიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება., რადგან   მასში  შემავალი ელემენტები ხელს უწყობს დასვენებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. 
არსებობს აგრეთვე ჰიპოთეზა, რომ შოკოლადს შეუძლია შეანელოს დაბერება.
 
 
მუქი შოკოლადი ყველაზე მაღალი ხარისხის კაკაოს შეიცავს. შავი შოკოლადი ყველაზე პოპულარული მამაკაცებშია, აგრეთვე ქალებშიც, რომელნიც დიეტას იცავენ და აშინებთ  ნუტრიენტები, მათ შორის ცხიმები, რის გამოც რძიანი შიკოლადი  უფრო  კალორიულია. 
ერთი ფუნტი რძიანი შოკოლადი შეიცავს: 2300 კალორიას, 140 გრამ ცხიმს, 370 გრამ ნატრიუმს, 270 გრამ ნახშირწყლებს, 100 მილიგრამ ქოლესტერინს, 31 გრამ პროტეინს,  ერთი უნცია შოკოლადი ან კაკაო შეიცავს რკინის 10% დღიურ ნორმას.
ბავშვებისთვის რეკომენდებულია თეთრი შოკოლადი, რომელიც დიდი რაოდენობით რძეს შეიცავს.  
 
 
მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიარდზე მეტი შოკოლადის ფილა იჭმევა.    ადამიანები 7 მილიარდ დოლარს ხარჯავენ შოკოლადის შესაძენად ყოველწლიურად
 
 პირველი შოკოლადის ფილა 1842 წელს ინგლისელმა Cadbury-იმ დაამზადა. ყველაზე დიდი შოკოლადის ფილა იტალიაშია 2000 წელს დაამზადეს, იგი 2268 კგ იწონიდა.
 
P.S. ისე მკითხველთაგან ვინმეს ჩვენებური ,,ჯაშ კაფენტი" თუ გაგისინჯავთ? 
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...