მთავარისიახლეებისაზოგადოებასვანეთში მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა

სვანეთში მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა

Published on

სვანეთში, დღის ბოლოს ხორკალის მთიდან მეწყერის მცირე რაოდენობის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.წყლის დონე დაახლოებით ნახევარი მეტრით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
არ შეფერხებულა ჭუბერის ხეობაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკა და გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, მიმდინარეობს რკინის ხიდის კონსტრუქციის აწყობა და სოფელში შემოვლითი გზის გაყვანა.გარე სამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობა გეოლოგებისგან მოსალოდნელი რისკების შეფასებას ითხოვს და მთავრობისგან კვლავ დახმარების მოლოდინშია.„ნაპირსამაგრი სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარეობს ერთდროულად ოც უბანზე. ძალიან რთული უბანია. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე რთულ უბნებზე მოწყობილია ღამის განათება და მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ტექნიკა.
დაახლოებით, 50% სამუშაოსი არის შესრულებული და ხვალ თუ არ მორჩა, ზეგ ეს ხიდი იქნება გადებული ისე,რომ მასზე ტექნიკა შეძლებს სიარულს“- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...