მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა მელია: ,,სმიტებმა საქართველო შეიყვარეს, ჩვენ შეგვიყვარეს, ჩვენ ვერ გავუფრთხილდით მათ...''

ნიკა მელია: ,,სმიტებმა საქართველო შეიყვარეს, ჩვენ შეგვიყვარეს, ჩვენ ვერ გავუფრთხილდით მათ…”

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ხადას ხეობაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

,,ხადას ხეობაში ამოწყვეტილი ოჯახი მხოლოდ ამერიკული ოჯახი არ იყო, ეს იყო ქართულ-ამერიკული ოჯახი. რაიან და ლორა სმიტებმა საქართველო მეორე სამშობლოდ იქციეს, 6 წელია აქ, მარნეულში ცხოვრობდნენ, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს, საქმეც წამოიწყეს, ხალხი დაასაქმეს, ხალიჩების ქსოვის მივიწყებული ტრადიცია ააღორძინეს, ლორა მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, ბოლოს მარნეულში ბავშვებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას ცდილობდნენ.. . 

დიახ, აქ ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, აქ შეეძინათ და აქ ზრდიდნენ თავის პატარა ბიჭს, აქ, საქართველოს მთაში, ხადას ხეობაში წავიდნენ დასასვენებლად და… და ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა არაკაცის ხელით.

ამ ხალხმა საქართველო შეიყვარა, ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ ვერ გაუფრთხილდით მათ, ვერ უზრუნველვყავით მათი უსაფრთოხოება… სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხადას ხეობაში დატრიალებული ტრაგედია პირდაპირი შედეგია იმ განუკითხაობის, რაც ქვეყანაში სუფევს.'' – წერს ნიკა ელია თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...