მთავარისიახლეებიმსოფლიოიაპონიაში წყალდიდობას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში წყალდიდობას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა

Published on

იაპონიაში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა.
 
კუნძულ კიუ-სიუზე და სიკო-კუზე უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ჰიროსიმაშია. ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა და საცხოვრებელი სახლები ქვეშ მოიყოლა. 
 
იაპონიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 92 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. მათი ძებნის ოპერაციაში 40 სამაშველო ვერტმფრენია ჩართული. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მაშველებთან ერთად სამხედრო ქვედანაყოფებიცაა მობილიზებული. მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს საათებში არ ელოდებიან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...