მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია- გეოლოგების...

ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია- გეოლოგების შეფასება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. „რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ნენსკარს მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას დაგუბება. რამდენიმე უბანზე ჩაიხერგა მყარი მასა. შემდგომ ეტაპზე კი ის გაირღვა და წყლის ნაკადი დაგროვილ მასასთან ერთად, კალაპოტიდან გადმოვიდა. ეს ყველაფერი ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა . კალაპოტმა ვერ გაატარა ეს დიდი მასა და დასახლებულ პუნქტში გადმოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა გამოიანგარიშეს, რომ ეს იყო წყლის ხარჯის ისტორიული მაქსიმუმი, რაც ყოფილა ნენსკრას ხეობაში. სტიქიასთან არანაირ კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს სტიქიის მაპროვოცირებელია“- აცხადებენ გეოლოგები

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....