მთავარისიახლეებისაზოგადოებარისკები რჩება - მდინარე ნენსკრა კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია

რისკები რჩება – მდინარე ნენსკრა კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია

Published on

მდინარე ნენსკრა თავის კალაპოტს ჯერ არ დაბრუნებია . 
 
ჭუბერში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, კერძოდ, ჰიდრომეტეოროლოგები და გეოლოგები, იმყოფებიანю მათი  თქმით გარკვეული რისკი არსებობს, თუმცა უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზის თანახმად, ნალექის რაოდენობა თანდათან დაიკლებს. 
 
 
,,ჩვენი სპეციალისტები მუდმივად სტიქიის ადგილზე არიან და ისინი საგანგებო შტაბთან კოორდინაციაში მუშაობენ. მდინარემ უამრავი ხის მასა სათავესთან ჩამოიტანა. მდინარე უნდა დაუბრუნდეს თავის კალაპოტს და წყლის დონემ უნდა დაიკლოს. რა თქმა უნდა, რისკები რჩება. საგანგებო სამსახური მუდმივად ადგილზეა, რაგან ადიდებული მდინარის გამო სანაპირო ზოლის გამორეცხვის საშიშროება არსებობს. მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა ვიდრე არ გამოიდარებს და ამინდი საშუალებას არ მისცემს, იქ ადგილზე სამუშაოების სრული მასშტაბით წარმართვა შეუძლებელია“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი 
 
მისივე თქმით, არსებული სიტუაცია ბოლო დღეებში მაღალმა ტემპერატურამ და მყინვარებზე თოვლის დნობა გამოიწვია. შემდგომ დღეებში კი ასეთი მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, სიტუაცია უნდა სტაბილური გახდეს.
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...