მთავარისიახლეებისამართალისუს-მა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 5 პირი პასუხისგებაში მისცა

სუს-მა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 5 პირი პასუხისგებაში მისცა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების გამო 5 პირი პასუხისგებაში მისცა.უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი მანგლისში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე.ბრალდებულებმა არასრულყოფილად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და საბუთების გაყალბებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი გიგა ჯიჭონაია.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...