მთავარისიახლეებისამართალიზვიად კუპრავა სოფო კილაძეს და მის ინფორმატორებს ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს

ზვიად კუპრავა სოფო კილაძეს და მის ინფორმატორებს ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს

Published on

ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს უჩივის და თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართავს. კუპრავას აინტერესებს საიდან ჰქონდა დეპუტატს ინფორმაცია მისი ვილნიუსში ყოფნის შესახებ. საქმე ეხება 
შეკითხვას, რომელიც  მას სოფო კილაძემ ამასთან დაკავშირებით . საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვა. 

 
უცხო ქვეყანაში ადამიანის თვალთვალი ეს არის ჯაშუშური თვალთვალი. დაიწყოს აღნიშნულთან დაკავსირებით გამოძიება, დაიკითხოს ქალბატონი სოფო, უფრო დააკონკრეტოს საიდან იცოდა, რომ მე ვიყავი ვილნიუსში, შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც ჩემს მიმართ ჯაშუშურ ქმედებას ახორციელებდნენ. მე ნამდვილად ვიყავი ვილნიუსში, მაგრამ არ შეიძლება სოფოს ეს ინფორმაცია სცოდნოდა" – აცხადებს კუპრავა. – ამაზე არ ვსაუბრობდი არავისთან, მით უმეტეს არც სოფო კილაძესთან ამაზე არ მისაუბრია. ძალიან  მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს თუ საიდან ჰქონდა სოფო კილაძეს ინფორმაცია რომ მე ვიმყოფებოდი ვილნიუსში, ვინაიდან თვალთვალი უცხო ქვეყანაში ეს არის კანონის დარღვევა, ეს არის ჯაშუშობა,"
 
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი  ეჭვობს, რომ მას ქვეყნის სპეცსამსახურები უთვალთვალებენ.
 
 დღესვე ზვიად კუპრავას ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოკითხავენ. საქმე უკავშირდება საქალაქო სასამართლოს სასადილოში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას პოლიციელები დაუპირისპირდნენ.
 
როგორც ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა,   საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
კუპრავას განცხადებით, სასამართლოსთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ბრალი, რასაც ედავებიან, უსაფუძვლოა. კუპრავა მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკურად დევნიან.
 
"გამოძიება შსს-ში ჩემს მიმართ დაწყებულია სსკ-ის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დღეს დაკითხვაზე დამიბარეს, თუმცა მანამდე დაკითხვის პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა და ჩემი მეგობრები იკითხებოდნენ. საქმე ეხება სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რეალურად, დაზარალებული მე ვარ, დაირღვა ჩემი უფლებები. თვითონ მე ვარ დაზარალებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე დაწყებული. მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას, რაც ექნება გამოძიებას. არ ვთლი, რომ ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამის მიზანი არის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი განეიტრალება. 
 
საბოლოო ჯამში, აღნიშნული მუხლის სანქციის მაქსიმალური ვადა 1 წელია. ცხადია, არ გამოვრიცხავ დაკავებას. ახლა მიბარებენ, რაღაც სისულელეზე, აბსურდზე", – განაცხადა კუპრავამ.

 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...