მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გახდება ქვეყნის მთავარი პროკურორი? ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს იქნება ,, ...

ვინ გახდება ქვეყნის მთავარი პროკურორი? ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს იქნება ,, ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს”

Published on

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.
 
მთავარი პროკურორობის კანდიდატებს შორის შალვა თადუმაძე ხელისუფლების ფავორიტად სახელდება. რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატს ოპოზიციიდან შალვა შავგულიძეს, როგორც იგი  ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს,  მას პროკურორად დანიშვნის უმცირესი შანსი აქვს, რადგან პროცესი სწორედ ისე წარიმართება როგორც ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს.
 
"მთელი საზოგადოება არ დახვდა მზად ამ შემოთავაზებას და გაუშვა შანსი. ხელისუფლებას მოუწია დათმობა და იძულებული გახდა შემოეთავაზებინა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანიდატი განეხილა. ამ დროს საჭირო იყო საზოგადოების აქტიურობა. მათ რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი უნდა წარედგინა პროკურორის კანდიდატად, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდა. თუ შემდეგ სახელმწიფო იტყოდა, რომ მათ გადაიფიქრეს, მაშინ დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციის კანდიდატს მთავარი პროკურორის პოსტზე ნულოვანი შანსი აქვს. მე მიმაჩნია, რომ პროკურორის პოსტზე რეალური შანსი სწორედ შალვა თადუმაძეს გააჩნია", – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
 
ექსპერტი გია  ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავად ხელისუფლების ინტერესებში იყო,  არჩევნები რეფორმის შემდეგ ჩაეტარებინა, რომ მთავარ პროკურორს საზოგადოების მეტი ნდობა ექნებოდა.
 
“, როგორც არ უნდა დასრულდეს და რამდენად ობიექტურადაც არ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს, ეს აკნინებს ამ ყველაფერს. ვინც არ უნდა იყოს არჩეული მთავარ პროკურორად, განცდა იმისა, რომ ის ემსახურება არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მართლმსაჯულებას, ვერ დამკვიდრდება. მოქმედებაში შეიძლება დროთა განმავლობაში გასწორდეს, მაგრამ როცა ფუნდამენტი არ იწვევს ნდობას, მასზე აშენებულ შენობას ვერასოდეს ენდობი. ხელისუფლებისთვის უკეთესი იყო, რომ ჩაეტარებინა მაქსიმალურად გამჭვირვალე არჩევნები და ამ შემთხვევაში კითხვები იქნებოდა ნაკლები“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 
 
,,მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს'', – ამგავარდ აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავარი პროკურორის შერჩევის თემას. მისი თქმით, მთავარ პროკურორს ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან.
 
„მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მთავრი პროკურორობის კანდიდატთა სია, ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს ეყოლება მომავალი მთავარი პროკურორი, რომელიც იქნება მორჩილი. არის ძალიან ცუდი შეთავაზებები ხელისუფლების მხრიდან და ამ ცუდიდან ამოარჩევენ ყველაზე უარესს. მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებებს. აი, ეს სურათი მივიღეთ. დანარჩენი 15, საკმაოდ ღირსეული ადამიანი არის მხოლოდ ფონი და ანტურაჟი, ილუზიის შესაქმენალად, რომ თითქოს და რაღაც დემოკრატიული წესით ხდება მთავარი პროკურორის შერჩევა. ახალ პროკურორს ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან და იგი იქნება ძალიან დიდი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხის ქვეშ და კიდევ ერთი გარემოება – პროკურორი, რომელიც აირჩევა თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დამატებითი პრობლემა გახდება მომავალში ქვეყნისთვის. ის რაც ახლა ხდება, ეს არის სრული იგნორირება ყველა ნორმისა, არასამთავრობო სექტორის და საზოგადეობის მოთხოვნის. ეს არის ჯიუტად მცდელობა იმისა, რომ პროკურორი იყოს მორჩილი ერთი ადამიანის და შეასრულოს მხოლოდ ის დავალება, რომელიც მოდის ზემოდან. მისთვის მთავარი უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება და არა კანონმორჩილება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
 

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...