მთავარისიახლეებისაზოგადოებაგასხვისდება თუ არა ზუგდიდის # 4-ე საბავშვო ბაღის ტერიტორია, ინფრასტრუქტურის სამსახურმა არ...

გასხვისდება თუ არა ზუგდიდის # 4-ე საბავშვო ბაღის ტერიტორია, ინფრასტრუქტურის სამსახურმა არ იცის

Published on

ზუგდიდში მდებარე მე-4 საბავშვო ბაღის შენობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება არამყარი საფუძვლის გამო და ბავსვებს მერია ახალ ტერიტორიაზე განოყოფილ ფართში განათავსებს. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, „ბავშვები განთავსდებიან მ. კოსტავას ქუჩის ბოლოში მდებარე შენობაში, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდება“. კითხვაზე გასხვისდება თუ არა ტერიტორია და რა დანიშნულება ექნება მას, მერიის სამსახურებმა არ იციან, თუმცა რუსლან კილასონიას თქმით, ამაზე უწყებაში უკვე მუშაობენ. მეოთხე ბაღში  რეკონსტრუქციის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მალევე შეჩერდა, შეჩერების  მიზეზად არამყარი საძირკველი დასახელდა. ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 620 ათას 165 ლარს შეადგენდა. თანხის 55%, რაც 341 091 ლარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო, დანარჩენი კი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...