მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აკრძალულია

Published on

შავი ზღვის სანაპიროზე, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. 
 
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია❗ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს. 
 
„გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. .

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...